logo_geo
eng_logo
პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს სახით ერთი მილიონი ლარის შეფარდებას ითხოვს
- +

26 ივლისი. 2019. 13:17

 

პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ერთი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

 

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განუცხადა.

 

რა საპასუხო შუამდგომლობა ექნება დაცვის მხარეს, ამაზე ადვოკატის თქმით, ხაზარაძესა და ჯაფარიძესთან კონსულტაციის შემდეგ გახდება ცნობილი.

 

ზვიად კორძაძე უახლოეს დროში შეხვდება მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.

 

ხაზარაძისა და ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.

 

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს  წარედგინათ ბრალი ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner