logo_geo
eng_logo
პროკურატურამ დაადასტურა, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის თითოზე მილიონი ლარის გირაოს ითხოვს
- +

26 ივლისი. 2019. 15:58

 

პროკურატურა ადასტურებს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით თითოზე მილიონი ლარის გირაოს ითხოვს.

 

ამის შესახებ საგამოძიებო უწყების წარმომადგენელმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში განუცხადა.

 

პროკურორი აცხადებს, რომ ამ ოდენობის გირაოს მოთხოვნა ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით მოხდა.

 

მისივე თქმით, უწყება ასევე მოითხოვს ბრალდებულებს აეკრძალოთ საქართველოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების ინფორმირების გარეშე.

 

პროკურატურამ სასამართლოს ხაზარაძისა და ჯაფარიძის აღკვეთის შუამდგომლობით დღეს მიმართა. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს პროკურატურაში ბრალი 24 ივლისს წარუდგინეს.

 

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე.

 

8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „თიბისი ბანკიდან“ გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.

 

9 ივლისს კი გაირკვა, რომ მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner