logo_geo
eng_logo
შსს: ბეჟან ლორთქიფანიძე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით არის დაკავებული
- +

26 ივლისი. 2019. 16:40

 

გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის და კიდევ 4 პირის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

 

მოგვიანებით ერთ-ერთი ბრალდებულის - ბეჟან ლორთქიფანიძის დაკავებას მედიასაშუალებებში და სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

 

სააგენტო „პირველი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა კითხვით, თუ კონკრეტულად რას ედავება აღნიშნულ პირს გამოძიება.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ 25 ივლისს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული პირებისგან ერთ-ერთი, 1975 წელს დაბადებული ბ.ლ., 20-21 ივნისის მოვლენების დროს გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციელების მიმართ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მათ და ძალადობით ცდილობდა კორდონის გარღვევას.

 

ბ.ლ. ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner