logo_geo
eng_logo
პროკურორი: მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ...
- +

26 ივლისი. 2019. 16:55

 

 „ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით  მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის  მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით  გირაოს გამოყენების შესახებ.  გირაოს  ოდენობად  ვითხოვთ  მილიონ ლარს თითოეულზე , ასევე გვაქვს  მოთხოვნა,  რომ აღნიშნულ პირებს აეკრძალოთ  საქართველოს საზღვრის დატოვება  საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე“, - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე სასამართლოში აღმკვეთი ღონისძიების შუამდგომლობის განხილვამდე პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.

 

მან განმარტა, რომ  გირაოს  გამოყენების დროს მხედველობაში მიიღება ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობა.

 

 „აღმკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო უნდა იყოს შემაკავებელი  ხასიათის  იმ საფუძვლების, რა საფუძვლებიც ჩვენ სასამართლოსთვის გვაქვს ჩამოთვლილი, შესაბამისად,  ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ  მილიონი ლარი თითოეულისთვის  იქნებოდა შემაკავებელი ხასიათის  იმ აღმკვეთი ღონისძიების მიზნებისათვის“, - აღნიშნა არჩილ ტყეშელაშვილმა.

 

მისივე თქმით, საქმე ბრალის დამადასტურებელ არაერთ  მტკიცებულებას შეიცავს.

 

„საქმეში წარმოდგენილია  არაერთი მტკიცებულება,  მათ შორის მოწმეთა ჩვენებები. იგულისხმება როგორც  „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლების, ისე სხვა პირების ჩვენებები, ასევე წარმოდგენილი არის ეროვნული ბანკის, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დასკვნები, წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის საბანკო ამონაწერები საბანკო გადარიცხვები და  ინფორმაცია ხელშეკრულებების და თავდებობის შესახებ“, - განაცხადა პროკურორმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner