logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: რაც 18 ივლისს სტრასბურგში მოხდა, უდიდესი გამარჯვებაა და მისი ავტორია ერთადერთი კაცი - ბიძინა ივანიშვილი!
- +

26 ივლისი. 2019. 17:20

 

„რუსთავი 2“ არის ის იარაღი, რომლითაც „ნაცმოძრაობა“ ბოროტებას ემსახურებოდა და ნერგავდა. პირდაპირ უნდა ითქვას, ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობას“ „შეუსრულა“ და ბოროტების იარაღი „რუსთავი 2“ ხელიდან გამოაცალა!“, - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

 

„ბიძინა ივანიშვილმა მართლა ბეწვის ხიდზე გაიარა და საქმე ბოლომდე ისე მიიყვანა, რომ ამ ნაძირალების მიერ მოწყობილ პროვოკაციებზე არც ერთხელ არ წამოეგო. რაც 18 ივლისს სტრასბურგში მოხდა, უდიდესი გამარჯვებაა და მისი ავტორია ერთადერთი კაცი - ბიძინა ივანიშვილი!

 

გაიხსენეთ, რა პროვოკაცია მოუწყვეს ამ მართლაც პროვოკატორებმა და უცხო ქვეყნის აგენტებმა შევარდნაძის საგამოძიებო უწყებებს, როცა ფინანსურმა სამსახურმა „რუსთავი 2“-ში დააპირა შესვლა. ხელისუფლება მაშინ მართალი იყო, მაგრამ ამათ ისეთი პიარი ააგორეს და ხელისუფლება ისეთ პროვოკაციაზე წამოაგეს, თავ-ბედი აწყევლინეს. გაბუნიამ რომ პუტინს აგინა, ესეც პროვოკაციაზე იყო გათვლილი... ამ ნაძირალების გეგმით, ხალხი უნდა შეჭრილიყო „რუსთავი 2“-ის შენობაში და მომხდარიყო ჟურნალისტებზე ანგარიშსწორება, რაც, რა თქმა უნდა, დაბრალდებოდა ხელისუფლებას და მერე ატყდებოდა ერთი ამბავი. სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობამ“ არაერთგზის გადაუგდეს ხელისუფლებას ანკესი, მაგრამ ხელისუფლებამ ეს არ გადაყლაპა! საბოლოო ჯამში, ბიძინა ივანიშვილმა თავისი შესაშური სიბრძნითა და წინდახედულობით პროცესი მშვიდად მიიყვანა 18 ივლისამდე და მოხდა ის, რაც სააკაშვილს ყველაზე უფრო კოშმარულ სიზმარშიც კი არ დაესიზმრებოდა - სააკაშვილმა არამარტო „რუსთავი 2“ დაკარგა, არამედ „ნაცმოძრაობაც“ გარდაეცვალა!“ - განაცხადა მჟავანაძემ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner