ჟურნალისტი ქეთი ხოსიტაშვილი „facebook"-ზე ედიტ პიაფის ერთ-ერთ ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ მაშინ არავინ იცოდა, რომ ბელვილის ქუჩის კიბეზე გაჩენილი ჩვილი მსოფლიოს უდიდესი მომღერალი გახდებოდა.
„1915 წლის სუსხიანი დეკემბრის ღამეს პოლიციელს, რომელიც უბნის პატრულირებას ახდენდა, ყვირილი შემოესმა. ადგილზე მისვლისას მან მშობიარე ქალი აღმოაჩინა. ახალშობილი დედამ პოლიციელის ლაბადაში შეახვია და ედიტი დაარქვა. მაშინ არავინ იცოდა, რომ ბელვილის ქუჩის კიბეზე გაჩენილი ჩვილი მსოფლიოს უდიდესი მომღერალი გახდებოდა. ის სცენაზე უკვე 9 წლის ასაკიდან გამოჩნდა და სიცოცხლის ბოლომდე დარჩა", - წერს ხოსიტაშვილი.