ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის, ზემო ქვალონის, ქვემო ქვალონის N2 და პირველი მაისის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
სკოლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო. ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზეა ადაპტირებული.
პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 156322 ლარს შეადგენს. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის N207 განკარგულებით, ხობის მუნიციპალიტეტს ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობისთვის 530 ათასი ლარი გამოეყო.