logo_geo
eng_logo
ირაკლი ლექვინაძე: ეროვნული ბანკის მხრიდან ბიზნესთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო
- +

26 ივლისი. 2019. 17:56

 

„დღეს ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა არის ლარის კურსის მერყეობა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გარშემო ნეგატიური მოლოდინებით არის განპირობებული“, – ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე დოლართან მიმართებაში ლარის მკვეთრ გაუფასურებას.

 

„ნეგატიურ მოლოდინებს ბიზნესსა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში თავისი საფუძველი აქვს. მთავარი მაინც არის რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა და მისი ნეგატიური გავლენა სხვადასხვა ბიზნეს-ინდუსტრიაზე. ნეგატიურ მოლოდინებს ქმნის ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის აწევა და გარკვეული ჯგუფების მხრიდან აჟიოტაჟის შექმნა“, – ამბობს ლექვინაძე.

 

ვის გულისხმობს ბიზნესომბუდსმენი გარკვეულ ჯგუფებში და ადანაშაულებს თუ არა ოპოზიციას აჟიოტაჟის შექმნაში, ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ის, რაც მოქმედებს პოლიტიკურ სტაბილურობაზე და ნეგატიური პროცესის ხელოვნურად კიდევ უფრო მეტად გაღვივებაზე, ბიზნეს-გარემოს აზიანებს.

 

„ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და სიცხადე გრძელვადიან პროცესში. საჭიროა მეტი კომუნიკაცია, რომ ბიზნესს დავანახოთ გრძელვადიანი პერსპექტივა. მნიშვნელოვანი და საჭიროა უფრო მეტი კომუნიკაციის ხარისხი ეროვნული ბანკის მხრიდან შესაბამის ბიზნეს-სუბიექტებთან, რათა ნეგატიური მოლოდინების როლი კურსის ფორმირებისას შემცირდეს“, – ამბობს ბიზნესომბუდსმენი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner