logo_geo
eng_logo
„პროდასავლურობაზე პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსებს სურდათ, რომ ქართულ სახელმწიფოს ევროპული მართლმსაჯულება ფეხებზე დაეკიდებინა“
- +

26 ივლისი. 2019. 18:54

 

„ვნახოთ, როგორ შეხვდა „ნაციონალური მოძრაობა“ „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას?“ - ამის შესახებ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სტატიაში წერს.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ და „ნაციონალური მოძრაობის“ გამონაყოფი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პირდაპირი და არაორაზროვანი მინიშნებები გააკეთეს იმაზე, რომ სტრასბურგის სასამართლოს რუსეთმა უკარნახა, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით. კერძოდ, ბარამიძემ თქვა, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია პუტინმა და ბიძინა ივანიშვილის ფულმა, უგულავას განცხადებებით კი გულუბრყვილობა იქნება იმის გამორიცხვა, რომ რუსეთი თავის საცეცებს სტრასბურგის სასამართლოზე ზეწოლისთვის გამოიყენებდა.

 

აღარაფერს ვამბობთ „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციაში შემავალი ბაჩუკი ქარდავას განცხადებაზე, რომლის თანახმად, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არა სტრასბურგში, არამედ - კრემლში.

 

წარმოიდგინეთ, ძვირფასო მკითხველო, იმ პოლიტიკური ძალების ლიდერებმა, რომლებიც პროევროპელობასა და დასავლური დემოკრატიის ადეპტობას იჩემებენ, ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ და შეუვალი რეპუტაციის მქონე დასავლურ ინსტიტუტზე სამარცხვინო იერიში მიიტანეს და სტრასბურგის სასამართლო პუტინის კანტორად, ევროპელი მოსამართლეები კი კრემლის მარიონეტებად და ივანიშვილის ფულზე გაყიდულებად გამოაცხადეს.

 

გარდა ამისა, მთელი სანაცეთი და ევროსანაცეთი სრული სერიოზულობით მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღესრულებინა და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშის საკუთრებად არ დაერეგისტრირებინა. დიახ, პროდასავლურობაზე პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსებს სურდათ, რომ ქართულ სახელმწიფოს ევროპული მართლმსაჯულება ფეხებზე დაეკიდებინა და დასავლური სასამართლოს ვერდიქტი ფარატინა ფურცლად ჩაეთვალა.

 

ამაზე უკეთესად და ამაზე თვალსაჩინოდ რას შეიძლებოდა მოეხდინა „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც ანტიდასავლური და ევროპულ დემოკრატიასთან მწყრალად მყოფი პოლიტიკური ძალის ლუსტრაცია?

 

რა თქმა უნდა, არც არაფერს!

 

მოკლედ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას „ნიურნბერგის პროცესის“ ტოლფასი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რადგან სტრასბურგის სასამართლოში მოხდა ის, რაც საქართველოში არშემდგარ „ნიურნბერგის პროცესზე“ უნდა მომხდარიყო - „ნაციონალური მოძრაობა“ მთელი მსოფლიოს წინაშე იქნა მხილებული, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმი!“ - წერს ხუბუა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner