logo_geo
eng_logo
რიმა ბერაძის ინიციატივით, ჩუღურეთის რაიონში დევნილების ფართების დასაკანონებლად აღწერა დაიწყო
- +

3 ივნისი. 2016. 11:55


დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი სახლები დაუკანონდებათ.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის, ასევე ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარის რიმა ბერაძის ინიციატივით, ჩუღურეთის რაიონში უკვე დაწყებულია დევნილი მოსახელობის აღრიცხვა და მათი საცხოვრებელი ფართების აზომვა.


რიმა ბერაძე თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსთან კარლო ლაფერაძესთან და ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილესთან ლადო გოგსაძესთან ერთად დღეს ცაიშის, რიხისა და მარუაშვილის ქუჩებზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა, მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების დაკანონებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ფართების დაკანონება კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში მოხდება.


„ჩუღურეთის რაიონში ჩემი მაჟორიტარად არჩევისთანავე დავიწყე იმ დევნილი მოსახლეობის აღწერა, რომლებიც სხვადასხვა დასახლებებში 23 წელია კანონიერი საფუძვლის გარეშე ცხოვრობენ და ათეულობით წელია ფართების დაკანონებას ითხოვენ.

 

შენობების ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს, ნაწილი კი თვითმმართველობის ბალანსზეა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები მქონდა, როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან, ასევე დედაქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან, რის შემდეგაც დავიწყეთ დევნილი მოსახლეობის აღწერა და მათი ფართების ნახაზების შედგენა. კანონით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ, საკითხი მთავრობის სხდომაზე გავა და დევნილ მოსახლეობას ფართები დაუკანონდებათ",- განაცხადა რიმა ბერაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner