logo_geo
eng_logo
ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს
- +

27 ივლისი. 2019. 10:34

 

თბილისის პოლიციის სამმართველოში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი მივიდა. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს სამმართველოში შესვლამდე განუცხადა, ოქრუაშვილს, რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი, ბრალს ახლა წარუდგენენ.

 

 

„გამომძიებელი იზოლატორში არის შესული. ახლა წაუდგნენ ბრალს. ირაკლი ოქრუაშვილს პოზიცია არ შეუცვლია. გუშინაც გასაჯაროვდა მისი პოზიცია. წერილი გამოვიტანე, ნახეთ. რაც შეეხება მუხლს, ეს არის სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მონაწილეობას - ამაში სდებენ მას ბრალს. დანაშაულს, რა თქმა უნდა არ აღიარებს“, - განაცხადა ადვოკატმა.

 

 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს.

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე, დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილი.

 

 

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. გარდა ამისა, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner