logo_geo
eng_logo
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გ.ხ.-ს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

27 ივლისი. 2019. 11:31

 

„ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ს.ა.-ს განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.ხ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

 

„ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე გ.ხ.-ს მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა დაადასტურა უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით. პროკურორებმა წარადგინეს და დაკითხეს ათობით მოწმე, გამოიკვლიეს ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილი არაერთი ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური კვალი, მათ შორის ბრალდებულის დნმ. მათი  ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა, რომ  2018 წლის 26 ნოემბერს ბრალდებულმა გ.ხ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ს.ა.-ს ყელისა და გულმკერდის არეში დანით მიაყენა 7 ჭრილობა, რის შედეგადაც ს.ა. ადგილზე გარდაიცვალა.

 

ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ გ.ხ. დამნაშავედ ცნო სსკ-ის 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner