logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: აქვს მნიშვნელობა, გადავაყენეთ თუ არა მიშა სააკაშვილი?!
- +

3 ივნისი. 2016. 11:57


აქვს მნიშვნელობა, გადავაყენეთ თუ არა მიშა სააკაშვილი?!" - წერს ჟურნალისტი მერაბ ხაჩიძე სოციალურ ქსელში.



მაშინ:

- როცა იმედის" დამრბევი გვარამია ამდენს ბედავს;

- როცა ახალაიას გამმართლებელი მოსამართლე ია მეტრეველს დარბაზიდან აძევებს;

- როცა პრეზიდენტი მხოლოდ ტაბუზე მუშაობს;

- როცა 350 ათასი კაცის პასუხისგებაში მიმცემი პარტია დაბრუნებით გვემუქრება (მანამ არაფერი ჭამეთ);

- როცა ორასი კაცის ქუჩაში დახვრეტის შემკვეთებს ხან გაღმიდან იცავენ და ხან გამოღმიდან;

- როცა ყველა უცხოელი (ლამის ტურისტებიც) შინაურ საქმეში ერევა;

- როცა ჟურნალისტები", არასამთავრობოები და ლიანდაგიდან გადასული ლიდერები" თავიანთი გამოსვლებით, დღემდე არსებულ ყველა ანტისახელმწიფოებრივ ეტალონს" უსწრებენ;

- როცა ომბუდსმენი" (ორივე შემთხვევაში ბრჭყალები ეკუთვნის) ლგბტ"-სთვის შეყრილ გრიპსაც უფლებადარღვევად აფასებს;

- როცა ქალების უფლებებზე ლესბოსელები დაობენ;

- როცა ერთმანეთს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ვულოცავთ და არ გვიფიქრია იმ პატარების ბედზე, ხვალ რომ შეიძლება გეი დედ-მამას მივაშვილოთ;

- როცა ორიოდე ტვინამოყირავებული დიპლომატის" შიშით კანონი ვერ კანონობს;

- როცა საქრთველოში ყველას ყველაფერი ეკითხება - ქართველების გარდა;

-როცა ყველაფერი სხვისი" ბრალია...

აქვს მნიშვნელობა, გადავაყენეთ თუ არა მიშა სააკაშვილი?!" - წერს მერაბ ხაჩიძე „facebook"-ზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner