logo_geo
eng_logo
რუსთავში გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა გაიმართა
- +

26 თებერვალი. 2016. 21:50



 რუსთავში გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ თეატრში, თანამედროვე კლასიკოს მწერალ გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა გაიმართა. საღამოზე, სახელწოდებით „საუბრები გურამ დოჩანაშვილთან" , მწერალმა საკუთარი შემოქმედებიდან და ცხოვრებიდან ეპიზოდები გაიხსენა და დარბაზის მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა.


ღონისძიებას „საუბრები გურამ დოჩანაშვილთან", ქალაქის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი სოფიო ჯიქია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, რუსთაველი მწერლები, მსახიობები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.


ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მწერალს მადლობა გადაუხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და საჩუქრად რუსთაველი მხატვრის მალხაზ მარღიშვილის ნამუშევარი გადასცა.


"მკითხველთან ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, დიდი სიხარულია, რაღაცნაირად რომ გრძნობ, რომ სულ ტყუილად არ გიმუშავია. ასეთი მხარდაჭერები ძალიან დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ამავე დროს, ძალიან დიდი პასუხისმგებლობის მომმატებელია. ამას ორი მხარე აქვს, პასუხისმგებლობის გრძნობაც არის და შვებაც არიშ. ასეთ სიხარულს რომ ხედავ, ამაზე კარგი რა უნდა იყოს?!", - აღნიშნა გურამ დოჩანაშვილმა.


საღამო რუსთავის სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის ორგანიზებითა და რუსთავის მერიის ხელშეწყობით მოეწყო.


 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner