logo_geo
eng_logo
სენაკში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა
- +

27 ივლისი. 2019. 18:20

 

 

მიმდინარე წლის 27 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით, სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული გამოკვლევები) ჩაატარეს.

 

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწია უწყების 100-მდე ბენეფიციარს, ასევე, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს.

 

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი, მთავარი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი.

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომლის შესახებაც უწყების ბენეფიციარებს ინფორმაცია წინასწარ მიეწოდებათ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner