logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: უშუქო სოფლების პროგრამის ფარგლებში როშკაში ახალი მიკროჰესი აშენდება
- +

27 ივლისი. 2019. 18:23

 

„უშუქო სოფლების პროგრამის ფარგლებში როშკას ელექტროფიცირებისთვის ვაკეთებთ არსებული მიკროჰესის რეაბილიტაციას და ასევე, გაისად, ჩვენი ენერგეტიკის განვითარების ფონდი დააპროექტებს და დააფინანსებს ახალი მიკროჰესის მშენებლობას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ხევსურეთში, სოფელ როშკაში ადგილობრივ მოსახლეობას განუცხადა. ეკონომიკის მინისტრი ხეობაში მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, შალვა კერესელიძესთან,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე  მზია გიორგობიანთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე  ნიკოლოზ ალავიძესთან ერთად იმყოფებოდა.

 

„სოფელ როშკაში და ამ ხეობის სხვა მიმდებარე სოფლებში იქნება ახალი გზა, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო აშენებს, იქნება მაღალი ხარისხის ინტერნეტი. „აწარმოე საქართველოში“  მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას შეეძლება გააფართოვოს და დაამატოს ახალი საოჯახო სასტუმროები, ასევე მოიპოვონ დაფინანსება სოფლის მეურნეობის პროგრამების დახმარებით. მათ ასევე  ექნებათ საიმედო ელექტრომომარაგება ახალი მიკროჰესების მშენებლობის შედეგად“, - აღნიშნა ნათია თურნავამ სოფელ როშკაში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

მინისტრის შეფასებით, მთლიანობაში, ეს ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის იმ კუთხეს, რომელზეც ისედაც საკმაოდ მაღალი ინტერესია. 

 

„რა თქმა უნდა, ამ ძალისხმევის შედეგად ხეობა მეტად განვითარდება, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება და გაჩნდება მეტი დოვლათი და შემოსავალი ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner