logo_geo
eng_logo
„ახალი პოლიტიკური მოძრაობა – ჩვენ საქართველოსთვის“ დაფუძნდა
- +

3 ივნისი. 2016. 12:44


„ახალი პოლიტიკური მოძრაობა - ჩვენ საქართველოსთვის" დაფუძნდა. პირველ სადამფუძნებლო ყრილობაზე, რომლსაც 500-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა, პარტიის თავმჯდომარედ ნინო ჩარკვიანი აირჩიეს.


„ჩვენ საქართველოსთვის" მემარჯვენე-ცენტრისტული გაერთიანებაა, რომლის მიზანი დასავლური ფასეულობების და ეროვნული ღირებულებების თანხვედრით ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაა. ჩარკვიანის თქმით, ახალი პოლიტიკური მოძრაობის მთავარი ორიენტირი ქვეყნაში რეალური ცვლილებების განხორციელება იქნება; საზოგადოებამ უნდა იგრძნოს, რომ პარტიები და პოლიტიკოსები მხოლოდ სტატისტიკისთვის კი არ ფუძნდებიან და არსებობენ, არამედ ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრების ყველა მიმართულებით გასაუმჯობესებლად კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ. ჩარკვიანის განცხადებით, გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვა და პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებაა.

„პარტიას ჰყავს ახალი, პროფესიონალი, ღირსეული სახეები, რომელთაც პოლიტიკური მოძრაობა უახლოეს მომავალში საზოგადოებას და მედიას პარტიის პრეზენტაციაზე წარუდგენს", - აღნიშნა ნინო ჩარკვიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner