ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე „facebook"-ზე გიორგი ვაშაძის განცხადებებს ეხმაურება.
„ვაშაძეს ვაშა!
რა იოლია ამ ქვეყანაში ნოვატორის და მაგარი მენეჯერის იმიჯის შექმნა!
სულ მესმოდა - „ვაშაძე ძალიან მაგარი კადრია", „ნაცებს ვაშაძე მართლა ძლიერი მენეჯერი ჰყავთ", „ვაშაძე ახალგაზრდა ნოვატორი მოხელეა" და ა.შ.
აგერ ორიოდე დღის წინ ტელევიზორში გავიგე ვაშაძის ხმა, თავისი ახალი პოლიტიკური ძალის შესახებ გაიძახოდა - „ჩვენ სრულიად ახლებური მიდგომებით ვაყალიბებთ პარტიას და საერთოდ თავიდან ბოლომდე ნოვატორული მიდგომები გვაქვსო!"
დამაინტერესა, რა არის ეს კაცი ამისთანა ნოვატორი-თქო და ცოტა ხანი შევაჩერე იმ არხზე...
„ჩვენ ოფისები არ გვაქვს დაქირავებული, რაიონებში ჩვენივე პარტიის წევრების სახლებში ან მათ კუთვნილ კომერციულ ფართებში ვხსნით ოფისებს.
ასევე ჩვენ არ გავცემთ ხელფასებს და ყველა ჩვენი წევრი მუშაობს ენთუზიაზმით. ხოლო პარტიას არ ჰყავს არავითარი მუდმივი დონორები, არამედ, ყველას შეუძლია დარიცხოს ჩევნს ანგარიშზე 3 ლარი, 5 ლარი, 30 ლარი, 100 ლარი, ვისაც რამდენი უნდა და ასეთი დახმარებებით ვარსებობთ. ეს საქართევლოში სრულიად ახლებული გზა და ხედვაა პარტიის მშენებლობისა!"
ხალხო!
ეს ტიპი ან შტერია, ან უბრალოდ ყურშა გაყოყოჩდა!
რა არის „ახლებური" და „აბსოლუტურად განსხვავებული""?
„ნაცების" გარდა თითქმის ყველა სხვა პარტია ეგრე მუშაობს და ეგრე არსებობს უკვე 30 წელიწადია!
ხედავ შენ, რა „ნოვაციები" აღმოუჩენია ვაშაძეს! ეგეთი იყო ამათი „ნოვატორობები", ხელისუფლებაში როცა იყვნენ მაშინაც! უბრალოდ, სახელს უგდებენ ერთმანეთს ეს გარეწრები! „ნოვატორი" კი არა, ტუტუცი ხარ შენ, „ჯინჯოლია"! - წერს ბაკურ სვანიძე.