წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსა“ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„გადმოცემის თანახმად, ერთხელ მკითხავმა ბოშამ მიხაილ ბულგაკოვს უწინასწარმეტყველა, რომ სამჯერ იქორწინებდა. ორი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ ერთხელაც ბულგაკოვი შეხვდა ელენა შილოვსკაიას, რომელიც თავადაც მანამდე ორჯერ იყო დაქორწინებული. 1932 წელს მათ ცხოვრებაში მესამედ და უკანასკნელად იქორწინეს და 1940 წლამდე, სანამ ბულგაკოვი გარდაიცვლებოდა, ერთად ცხოვრობდნენ. როგორც ცნობილია, მარგარიტას ინსპირაცია რომანიდან „ოსტატი და მარგარიტა“, სწორედ ელენა შილოვსკაია იყო.
ეს კი მათი ერთად გადაღებული უკანასკნელი ფოტოა“.