logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: „რუსთავი 2“-ის ეთერიდან სიცრუის პროპაგანდა ხდება
- +

3 ივნისი. 2016. 12:47


ვიცე-პრემიერი კახა კალაძე მოსამართლე ნათია გუჯაბიძის შესაძლო სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა, სიცრუე იყოს.


კალაძე „რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სასამართლო პროცესების დასრულებამდე რაიმე სახის კომენტარის გაკეთება არასწორია.


„არ მაქვს ინფორმაცია, ეს შეიძლება იყოს ძალიან დიდი სიცრუე, როგორც ხდება ხოლმე „რუსთავი 2"-ის ეთერიდან სიცრუის პროპაგანდა, ეს არ არის სიახლე, წლების განმავლობაში ასე ხდებოდა და სამწუხაროდ, დღესაც ასე ხდება. რაც შეეხება პროცესს, რომელიც მიდის, უნდა დაველოდოთ. წინასწარ რაიმე სახის კომენტარის გაკეთება, ვფიქრობ, იქნებოდა არასწორი", - განაცხადა კალაძემ.


„რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანიის საქმის ერთ-ერთი მოსამართლე, ნათია გუჯაბიძე თაღლითობის ფაქტზეა შემჩნეული. ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ თაღლითობის ფაქტიდან გამომდინარე, მოსამართლე გუჯაბიძე მოწყვლადია პროკურატურის მხრიდან, აქედან გამომდინარე, მისივე განცხადებით, ტელეკომპანიისთვის სასურველი არ არის, მსგავსმა მოსამართლემ განიხილოს „რუსთავი 2"-ის საქმე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner