logo_geo
eng_logo
2015 წელს განხორციელებული 11 774 ტერაქტის შედეგად 28 328 ადამიანი დაიღუპა
- +

3 ივნისი. 2016. 12:48


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის განმავლობაში 11 774 ტერაქტი განხორციელდა, რაც  2014 წლის მონაცემებზე 13%-ით ნაკლებია. ყველაზე მეტი შეტევა (55%) ერაყში, ავღანეთში, პაკისტანში, ინდოეთსა და ნიგერიაში ხორციელდება.



გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ტერორისტული აქტების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 14%-ით შემცირდა და 28 328 შეადგენს, მათ შორის 7 000-ზე მეტი „ბოევიკია". 2015 წლის განმავლობაში განხორციელებული ტერაქტების შედეგად დაშავდა 35 000 ადამიანი, 12 000 პიროვნება ტერორისტების ტყვეობაში ჩავარდა.



აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ტერორიზმი კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მთავარ საფრთხედაა აღქმული და ძირითადად ტერორისტულ აქტებს დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო" ახორციელებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner