ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის განმავლობაში 11 774 ტერაქტი განხორციელდა, რაც 2014 წლის მონაცემებზე 13%-ით ნაკლებია. ყველაზე მეტი შეტევა (55%) ერაყში, ავღანეთში, პაკისტანში, ინდოეთსა და ნიგერიაში ხორციელდება.
გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ტერორისტული აქტების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 14%-ით შემცირდა და 28 328 შეადგენს, მათ შორის 7 000-ზე მეტი „ბოევიკია". 2015 წლის განმავლობაში განხორციელებული ტერაქტების შედეგად დაშავდა 35 000 ადამიანი, 12 000 პიროვნება ტერორისტების ტყვეობაში ჩავარდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ტერორიზმი კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მთავარ საფრთხედაა აღქმული და ძირითადად ტერორისტულ აქტებს დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო" ახორციელებს.