logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე მამუკა ხაზარაძეზე: ბილ გეიტსია და „მაიკროსოფტი“ შექმნა თუ რა გაუკეთებია ისეთი, ამხელა კაპიტალის პატრონად რომ იქცა?
- +

29 ივლისი. 2019. 15:42

 

 

 

„მამუკა ხაზარაძეც და ყველა, ვინც 1990-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოში დიდი ფული იშოვა, კრიმინალშია გასვრილი. საბჭოთა კავშირი 1991 წელს დაიშალა და ხაზარაძე, რომელიც 1989 წლამდე „გეპეიში“ კომკავშირის კომიტეტის მდივანი იყო, თვალის დახამხამებაში ბიზნესმენი როგორ გახდა? ბილ გეიტსია და „მაიკროსოფტი“ შექმნა თუ რა გაუკეთებია ისეთი, ამხელა კაპიტალის პატრონად რომ იქცა?“ - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„მამუკა ხაზარაძე სწორედ ეროვნული და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წინააღმდეგ იბრძოდა. 1989 წლის 18 თებერვალს „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ მიერ პოლიტექნიკური ინსტიტუტის პირველ კორპუსთან ჩატარებული საპროტესტო აქცია ხაზარაძემ და სხვა კომკავშირელებმა დაარბიეს.

 

სამარცხვინოა, რომ ასეთი ბიოგრაფიის მქონე ხაზარაძეს დღეს ვითომ ანტისაოკუპაციო მოძრაობის მხარდამჭერად და პროდასავლელ ბიზნესმენად მოაქვს თავი, რეალურად კი ბიზნესსაქმიანობას ისევ კომკავშირული და ბოლშევიკური სულისკვეთებით, მტაცებლურად აგრძელებს“, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner