logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტმა რუსეთის დუმასთან კონტაქტების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო
- +

3 ივნისი. 2016. 12:50


რადიო „თავისუფლების" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროპარლამენტმა რუსეთის სახელმწიფო დუმასთან კონტაქტების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ, ევროპარლამენტის სხდომაზე მიიღეს.        



მიღებული გადაწყვეტილებით, ევროპარლამენტი 14-16 ივნისს, რუსეთში დაგეგმილ არქტიკის რეგიონის პარლამენტარების კონფერენციაზე დეპუტატებს გააგზავნის. გარდა ამისა, რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრებს მიიწვევენ კონფერენციაზე, რუსეთში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების განსახილველად.



მიუხედავად ამისა, ევროპარლამენტი არ აღადგენს კონტაქტებს იმ რუს დეპუტატებთან, რომლებიც ევროკავშირის „შავ სიაში" არიან შეყვანილი.


ევროპარლამენტმა სახელმწიფო დუმასთან კონტაქტების აღდგენა იმის გამო გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზოგიერთი მთავრობის წარმომადგენელმა და ევროკომისიამ რუსეთის მთავრობასთან შეხვედრები გამართა.



ევროპარლამენტმა სახელმწიფო დუმასთან ურთიერთობა მას შემდეგ გაწყვიტა, რაც რუსეთმა 2014 წლის მარტში ყირიმის ანექსია მოახდინა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner