logo_geo
eng_logo
შესაძლოა ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა მხოლოდ საქართველოს შესთავაზოს
- +

26 თებერვალი. 2016. 21:52



ევროკავშირმა  შესაძლოა მხოლოდ საქართველოს შესთავაზოს უვიზო მიმოსვლა.

ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, ევროპის კომისია მზად არის უვიზო მიმოსვლა შესთავაზოს საქართველოს, თუმცა უკრაინის შემთხვევაში შეთავაზება შესაძლოა გადაიდოს.


"ევროპის კომისია დეკემბერში აცხადებდა, რომ კრიტერიუმი ორივე ქვეყანამ დააკმაყოფილა საიმისოდ, რომ უვიზოდ მოგზაურობის ნებართვა მიეღოთ შენგენის ზონაში. კომისია აცხადებდა, რომ 2016 წლის დასაწყისში მიმართავდა ამ შინაარსის წინადადებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ევროპის პარლამენტს. თუმცა ანონიმურად დატოვებულმა წყარომ ევროკავშირიდან რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ ბრიუსელი არ არის დარწმუნებული გააკეთა თუ არა უკრაინამ ყველაფერი კორუფციასთან საბრძოლველად და მიიჩნევს, რომ უკრაინა და საქართველო ერთ ჯგუფში აღარ უნდა იქნენ განხილულნი ამ ინიციატივაში", - წერს "რადიო თავისუფლება".


ცნობისთვის, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ ნებართვა ევროპის პარლამენტმა და ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცონ.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner