logo_geo
eng_logo
პოროშენკომ უკრაინა ოჯახთან ერთად დატოვა
- +

30 ივლისი. 2019. 02:40

 

 

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა. ამის შესახებ Украинская правда წყაროზე დაყრდნობით წერს.

 

ცნობილი ხდება, რომ ექსპრეზიდენტი თურქეთში წავიდა დასასვენებლად. მისი ნათესავების ნაწილი სტამბულში ჯერ კიდევ წინა კვირაში გაფრინდა, მეორე ნაწილი კი, პოროშენკოს ჩათვლით - 28 ივლისს.

 

წასვლის წინ მან სახელმწიფო დაცვის მოხსნის მოთხოვნით განცხადება დაწერა.

 

ცნობილია, რომ უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი ოდესის სანაპიროზე ისვენებს.

 

ცნობისთვის, თურქეთში ზელენსკიმაც ოჯახთან ერთად დაისვენა. ის იქ არჩევნების დასრულებისთანავე წავიდა. ბოდრუმში მისი ოჯახის სამდღიანი დასვენება, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში უკრაინის ბიუჯეტს დაახლოებით 30 ათასი დოლარი დაუჯდა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner