ევროკავშირი საქართველოს ეროვნულ ბანკში ახალ პროექტს იწყებს და უწყებას ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესებაში დაეხმარება.
პროექტის ბიუჯეტი 1.75 მილიონ ევროს შეადგენს და მას პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყება ახორციელებს.
ეროვნული ბანკის ცნობით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად, საჭიროა საბანკო რეგულატორული ჩარჩოს გადასინჯვა, მათ შორის საფინანსო და საბანკო სექტორის რეგულირებისა და ზედამხედველობის პოლიტიკის კუთხით ევროკავშირის გამოცდილების გაზიარება.