logo_geo
eng_logo
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი დამნაშავედ ცნეს
- +

30 ივლისი. 2019. 12:55

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სასამართლოს ინფორმაციით, შონიას 10 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

 

ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა.

 

„სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ“, - ამბობენ სასამართლოში.

 

შონიას მიმართ გამოძიება კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 340-ე მუხლით მიმდინარეობდა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner