ბათუმში, სანაპიროზე გვიან ღამით სამი მამაკაცი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრში დაუდასტურეს.
სავარაუდოდ, შემთხვევა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
„სამი მამაკაცი გადავიყვანეთ საავადმყოფოში. ისინი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი შედარებით მძიმე“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ბადრი პაქსაძემ.