logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: რა იყო ეს? „ინტერვიუ“ ნამდვილად არ იყო
- +

3 ივნისი. 2016. 13:48


ეს - ინტერვიუ" ნამდვილად არ იყო", - ასე ეხმაურება ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში გუშინ გასულ გადაცემა „ინტერვიუს", სადაც ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ჰყავდათ მიწვეული.


მხოლოდ ფაქტობრივი სტატისტიკა -კოლეგებისთვის!!! ქრონომეტრაჟი 80 წუთი. ივანიშვილი, ერთ ხმაში, საუბრობს 35 წუთი. ასათიანი კი - 23 წუთი. ქალბატონი სალომე ცდილობს, გადაფაროს ივანიშვილის პასუხები, ხოლო ბატონი ბიძინა ცდილობს, არ გადავიდეს მომდევნო თხვაზე მანამ, სანამ წინას არ უპასუხებს, და ასე შემდეგ, და ამგვარად, ორ ხმაში - კიდევ 27 წუთი. საერთო ჯამში, მოწვეულმა სტუმარმა, წამყვამზე, სულ 12 წუთით მეტი ისაუბრა..... მიმაჩნია, რომ ეს - ინტერვიუ" ნამდვილად არ იყო.

 

ვერც ბატონ პაატა ქურდაძეს დავეთანხმები და ამ 80 წუთს - დებატებს" ვერ დავარქმევდი. მაშ - რა იყო ეს? ვინ იხეირა ან დაზარალდა ამით? მგონია, ვერავინ იხეირა. მაყურებელი კი დაზარალდა. კარგი იქნება, პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე ბოდიშს თუ მოუხდის მის აღმატებულებას - მაყურებელს...

 

.. იმედია, მაპატიებთ 2-3 წუთიან ცდომილებას ციფრებში... წარმატებები, კოლეგებო!!!" - წერს კოკა ყანდიაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner