logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე წელს ამოღებულია 21 კილოგრამი „ჰეროინი“
- +

31 ივლისი. 2019. 11:57

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე წელს ამოღებულია 21 კილოგრამი „ჰეროინი“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ნარკორეალიზატორებისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.

 

2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 21 კილოგრამი „ჰეროინი“, 7000 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 3200 აბზე მეტი „ექსტაზი“, 8.8 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1,9 კგ „კოკაინი“ და 900 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner