logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ჩვენთან ახლოს, რეგიონში არის ტერორიზმის ბუდე და ამ ფონზე საქართველო სერიოზულ შესაძლებლობებს ავლენს
- +

3 ივნისი. 2016. 13:49


პარლამენტის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება.



პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი შეფასება, იმდენად, რამდენადაც ჩვენი რეგიონი არის ერთ-ერთი ყველაზე რთული. ჩვენთან ახლოს, რეგიონში არის ტერორიზმის ბუდე, სირიასა და ერაყში და ამ ფონზე საქართველო ავლენს თავის ძალიან სერიოზულ შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას, არამედ არის ძალიან ძლიერი საერთაშორისო პარტნიორი ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით. ამ შეფასებას ჩვენ გადავყავართ ურთიერთობის ახალ ფაზაზე. ეს გახლავთ ის, რომ ამ შემთხვევაში ვართ არა მხოლოდ ქვეყანა, რომელიც ცდილობს საკუთარი ტერიტორია დაიცვას ტერორიზმისგან, არამედ ჩვენ მონაწილობას ვიღებთ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში, ამიტომ მომავალში ამ მხრივ უკვე შევძლებთ ჩვენი შესაძლებლობის სერიოზულად განვითარებას", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner