logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: აგვისტოს ბოლოს ნახშირის თბოელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება
- +

3 ივნისი. 2016. 13:51


ვიცე- პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, განაცხადა, რომ საქართველოში აგვისტოს ბოლოს ნახშირის თბოელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება.



როგორც კალაძემ აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობები გაღრმავდეს.



არსებობს უზარმაზარი შესაძლებლობები. დღეს ხელი მოეწერა რამდენიმე მემორანდუმს. ჩვენ ვიღებთ გრანტს და ორ რეგიონში შესაძლებელი იქნება ორი თანამედროვე, ახალი საავადმყოფოს გაკეთება, რომელიც იქნება ევროპული სტანდარტების. რაც შეეხება ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას, ძალიან მნიშვნელოვანია ჩინური ინვესტიციები, დიდია ინტერესი როგორც ენერგეტიკის მიმართულებით, ასევე სხვადასხვა მიმართულებებით", - განაცხადა კალაძემ.



რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, კახა კალაძის თქმით, გაფორმდა ხელშეკრულება, რაც ითვალსწინებს ნახშირის თბოელექტროსადგურის პროექტს, რომლის განხორციელებაც აგვისტოს ბოლოს უნდა დაიწყოს.



ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკისთვის. რადგან ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ადგილობრივი რესურსით, ანუ ნახშირით, რომელიც საქართველოში მოიპოვება, შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიის გამომუშავება, ანუ ჩვენ გვეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ ბუნებრივი აირი დავზოგოთ", - განაცხადა კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner