logo_geo
eng_logo
თბილისის აეროპორტში 20 კილოგრამი „მარიხუანა“ აღმოაჩინეს
- +

31 ივლისი. 2019. 17:32

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების „მარიხუანა“ უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

 

კერძოდ, 27 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიულ ზონა“, ეჭვის საფუძველზე, სამხრეთ აფრიკიდან მომავალი, საეჭვო ტრანზიტული მარშრუტის მქონე მგზავრის ვ.ს.-ს კუთვნილი ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 20 კილოგრამი „მარიხუანა“ გამოვლინდა.

 

გამოძიება განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 273-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner