logo_geo
eng_logo
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში რჩება
- +

31 ივლისი. 2019. 19:02

 

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში რჩება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა, სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად სცნო საჩივარი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეცვლის თაობაზე.

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლას ითხოვდა.

 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. ოქრუაშვილი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეშია მოთავსებული.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner