logo_geo
eng_logo
პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს გოლფის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე
- +

1 აგვისტო. 2019. 01:47

 

 

30 ივლისს, ვილნიუსში გოლფში ევროპის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონი ოფიციალურად გაიხსნა. ჩემპიონატში, რომელსაც ‘‘The V Golf Club Vilnius’ მასპინძლობს, ევროპის 12 ქვეყანა მონაწილეობს. მათ შორისაა საქართველო. ჩვენი გუნდი 4 მოთამაშისგან შედგება.

 

 

ნაკრების წევრები 18-19 მაისს, ‘Tbilisi Hills Golf & Residences’-ში გამართული საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით შეირჩნენ. ლიეტუვაში სანდრო ილაშვილი, ზაურ გაბაიძე, ქართლოს დიასამიძე და ვახო ხახვიაშვილი საქართველოს გოლფის პირველი ეროვნული ნაკრების სახელით ასპარეზობენ. გუნდის კაპიტანია ანდრო შილაკაძე, ხოლო დელეგაციას გოლფის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ ძაძამია ხელმძღვანელობს.

 

 

ევროპის ჩემპიონატი ევროპის გოლფის ასოციაციის ეგიდით იმართება. ჩემპიონატში საქართველოს გარდა, კვიპროსის, ლატვიის, ლიეტუვის, ლიხტენშტეინის, ლუქსემბურგის, მალტის, რუმინეთის, საბერძნეთის, უკრაინის, უნგრეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები მონაწილეობენ. ევროპირველობა 3 აგვისტოს დასრულდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner