logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია კორცხელის ინციდენტში ბრალდებულებზე: პატიმრობის გამოყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს
- +

3 ივნისი. 2016. 13:53


პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირების სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოს აქვს რეკომენდაცია, რაც შეიძლება იშვიათად გამოიყენოს წინასწარი პატიმრობის ღონისძიება.



ის, რომ პროკურატურა არ ითხოვს პატიმრობას, ეს არის სწორი გადაწყვეტილება. პატიმრობის გამოყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს. ეს ადამიანები თავად გამოცხადდნენ გამოძიების ორგანოში და თავად მისცეს ჩვენება. ის, ვინც პარალელეს ავლებს ლორთქიფანიძის შემთხვევასა და ამ შემთხვევას შორის, ეს არის სამართლებრივი პრინციპების უგულებელყოფა და ასე არ ხდება, რომ ყველა საქმე ერთი და მავე პრინციპით განიხილებოდეს. ყველა საქმე არის ინდივიდუალური და განსხვავებული. პარლამენტის ბლოკირება და პარლამენტის წევრების მიმართ გამოხატული წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი ქმედება სხვა შინაარსის მატარებელია, ვიდრე ის, რაც იყო საარჩევნო უბანზე", - განაცხადა ეკა ბესელიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner