logo_geo
eng_logo
აჭარაში 9 020 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა
- +

1 აგვისტო. 2019. 11:30

 

30 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ხელვაჩაურის რაიონ სოფელ სარფის მიმდებარე ტერიტორიაზე, განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, უაქციზო სიგარეტის (ჯამში 9 020 ღერი) შენახვა-რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1552 მუხლის, პირველი  ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქე ნ.ც.-ს ჩამოერთვა საქონელი. საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, შემდგომი განხილვის მიზნით, ქვემდებარეობით  ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner