logo_geo
eng_logo
პროკურორი: მოსამართლემ მიიჩნია, რომ ზვიად კუპრავას მიერ განხორციელებული ქმედება იყო დანაშაული და ის დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში
- +

1 აგვისტო. 2019. 12:17

 

„მოსამართლემ მიიჩნია, რომ ზვიად კუპრავას მიერ განხორციელებული ქმედება იყო დანაშაული და ის დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე მსჯავრდებული „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას საქმის პროკურორმა ქეთევან გურაშვილმა განუცხადა.

 

„სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ ისინი საკმარისი იყო იმისათვის, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილიყო და ზვიად კუპრავა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში სრულად სცნო დამნაშავედ. მას თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა 9 თვის ვადით.

 

მოსამართლემ მიიჩნია, რომ ზვიად კუპრავას მიერ განხორციელებული ქმედება იყო დანაშაული და ის დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში. შესაბამისად, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სრულად იზიარებს ბრალდების მხარე“, - განაცხადა გურაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner