გალის რაიონში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე კაპანაძე დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს საქართველოს მოქალაქეს ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედება.
სუს-ის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად მუშაობა მიმდინარეობს.
„ვადასტურებთ, უკანონო დაკავების ფაქტს. მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო გაკვეთის ბრალდებით არის დაკავებული. ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ასევე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს მუშაობა“, - აცხადებენ სუს-ში.