logo_geo
eng_logo
მაშველებმა რაჭა-ლეჩხუმის ტყეში ორი შვეიცარიელი ტურისტი გადაარჩინეს
- +

1 აგვისტო. 2019. 15:53

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ლენტეხში, სოფელ ზესხოს მიმდებარედ, მთებში შვეიცარიის ორი მოქალაქე იყო დაკარგული.

 

ტურისტების დასახმარებლად, შეტყობინების მიღებისთანავე, გავიდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მთავარი სამმართველოს 10-კაციანი ქვეითი ჯგუფი. მაშველებმა რამდენიმე საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, რთული რელიეფის და გარემო პირობების გათვალისწინებით, დასახმარებლად ვერტმფრენის გამოძახება გადაწყვიტეს.

 

დაკარგული ტურისტების სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.

 

მაშველებმა შეძლეს ტურისტებთან სატელეფონო კავშირის დამყარება და დაზუსტდა ინფორმაცია მათი ადგილმდებარეობის და კოორდინატების შესახებ. მაშველებმა დაათვალიერეს დაკარგული ტურისტების მიერ მოწოდებული კოორდინატების შესაბამისი ლოკაციები, ასევე სამთო-ტურისტული სავარაუდო მარშრუტები.

 

რამდენიმე საათიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა ტურისტები იპოვეს და ვერტმფრენის საშუალებით თბილისში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 15-მა მაშველმა. ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner