ხობის კულტურის სახლის ფოიეში სისხლის უანგარო დონორთა აქცია - „გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი“ მიმდინარეობს. აქციაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ მიიღო მონაწილეობა.
„სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური“ დონორული სისხლისგან დამზადებული სისხლის კომპონენტებით ამარაგებს, როგორც ბავშვთა, ისე მრავალპროფილურ კლინიკებს.
აქციის ორგანიზატორები „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური“ და ხობის მუნიციპალიტეტის მერია არიან. აქცია 17:00 საათამდე გაგრძელდება.