საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, უმრავლესობა დიდი ალბათობით „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაეთანხმება.
„პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ერთმანეთის მიმართ ისეთი კეთილგანწყობით იყვნენ, ეს მეგობრული ვეტო უფრო იყო, ვიდრე ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი. მგონი, შეჯერებულები არიან და დიდი ალბათობით, პრეზიდენტს დავეთანხმები. ეს იყო ვეტო ვეტოსთვის", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.