logo_geo
eng_logo
ყაჩაღობასა და ქურდობაში ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
- +

1 აგვისტო. 2019. 17:17

 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობასა (2 ეპიზოდი) და  ქურდობაში ბრალდებული გ.ა. დამნაშავედ ცნო“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

 

„გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 28 დეკემბერს , გ.ა.  ქ.თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „სპარში“ და მაღაზია „ორი ნაბიჯი“-ში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანით  სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხა ი.ბ.-ს და ო.წ.-ს, ხოლო  მირიან მეფის ქუჩაზე  მდებარე მაღაზია „ნიკორადან“ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მაღაზიის კუთვნილ ალკოჰოლურ სასმელებს, რამაც  მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

 

სამართალდამცველებმა გ.ა. 2018 წლის 28 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება  წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით  (ყაჩაღობა) და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია)  და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ა. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 5  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner