logo_geo
eng_logo
ირაკლი კოვზანაძე: ვფიქრობ, ცენტრალური ბანკის პირველი ჩარევა საჭირო ეფექტს გამოიწვევს
- +

1 აგვისტო. 2019. 17:18

 

„ვფიქრობ, ცენტრალური ბანკის პირველი ჩარევა გამოიწვევს საჭირო ეფექტს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ლარის კურსის გაუფასურების საკითხზე საუბრისას განუცხადა.

 

„საჭიროდ მიმაჩნია განხორციელდეს ინტერვენციები, რასაც ცენტრალური ბანკი დღეს აპირებს. ვფიქრობ, ცენტრალური ბანკის პირველი ჩარევა გამოიწვევს საჭირო ეფექტს, ხოლო თუ ეს არ იქნება საკმარისი, ბანკს გააჩნია მთელი რიგი ინსტრუმენტები, რომელიც გამოყენებული იქნება მდგომარეობის შესაბამისად“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

 

რაც შეეხება ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების მიზეზებს, მმართველი პარტიის დეპუტატი აქცენტს 20 ივნისის მოვლენებზე ამახვილებს.

 

„პოლიტიკური სტაბილურობა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ეკონომიკური სტაბილურობის. 20 ივნისის შემდეგ შეგვიმცირდა ტურისტული ნაკადი, გვაქვს ემბარგო, ტურისტული შემოსავლები შეგვიმცირდა არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ მთელი პოსტსაბჭოთა სივრციდან, რომელიც თავისთავად იწვევს სავაჭრო დეფიციტის ზრდას, რომელიც ახდენს გავლენას ლარის კურსზე“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner