logo_geo
eng_logo
ქვემო ქართლში 9680 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა
- +

1 აგვისტო. 2019. 17:53

 

ქვემო ქართლში 9680 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

 

„31 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, მარნეულის რაიონში, წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, უაქციზო სიგარეტის (ჯამში, 9680 ღერი) შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner