logo_geo
eng_logo
გურჯაანში ორსართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა
- +

1 აგვისტო. 2019. 20:22

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხანძარია. სოფელ ვეჯინში ცეცხლი ორსართულიან სახლს გაუჩნდა.

 

წინასწარი ინფორმაციით, განადგურებულია მეორე სართულზე საოჯახო ავეჯი და ტექნიკა.

 

ადგილზე მობილიზებულია თელავის და გურჯაანის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები.

 

უწყების ინფორმაციით, ცეცხლი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი ელექტროსადენებიდან გაჩნდა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner