ლაგოდეხში, გურგენიანის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ნინოსხევში გერმანელი ტურისტი ჩავარდა. შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მამაკაცის ცხედარი გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
არსებული ინფორმაციით, გერმანელი ტურისტი მეუღლესთან ერთად ლაგოდეხში რამდენიმე დღის წინ ჩავარდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.