საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტიდან თამარ სანიკიძე გადააყენა, მას ალექსანდრე ჯეჯელავა შეცვლის.
პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თამარ სანიკიძე გუნდის წევრად რჩება და უახლოეს პერიოდში იქნება საუბარი მის ახალ მანდატზე.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ თამარ სანიკიძეს ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში შეასრულა, მან გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმატორული ნაბიჯები, განათლების სისტემაში, განათლების სიტემის ხელმისაწვდომობის კუთხით, ხარისხის გაუმჯობესების ხელმისაწვდომობის კუთხით და ამ მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგები დღეს ნამდვილად სახეზეა. მინდა ვთქვა, რომ ქალბატონი თამარი შორს არ მიდის ჩვენი გუნდიდან, ის რჩება ჩვენს გუნდში და ნამდვილად, უახლოეს პერიოდში გვექნება საუბარი მის ახალ მანდატზე, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.