-
+
2 აგვისტო. 2019. 01:00
ჩილეს ცენტრალურ ნაწილში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ეპიცენტრი ვალპარაისოს რეგიონის ქალაქ სან ანტონიოდან 95 კილომეტრში, მიწისძვრის კერა 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
მოსალოდნელი ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცუნამის საშიშროება არ არსებობს.
წყარო :